"პათომორფოლოგს" მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების შესაძლებლობა

"პათომორფოლოგს" მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების შესაძლებლობა

განახლებულია (19.12.2016 20:29)

Печать

right_directionმონაცემთა კოპირება უშუალოდ გარე სისტემებიდან გამორიცხავს შეცდომებს მონაცემების განმეორებით შეტანისას.

"პათომორფოლოგი" ავტომატურად აკოპირებს ექიმის მიერ გარე სისტემაში (მაგალითად საავადმყოფოში) შეტანილ მონაცემებს. კოპირებული მონაცემები არის სრული და შეიცავს როგორც პირად მონაცემებს, ასევე ექიმის მიერ შეტანილი ინტერვიუს დეტალებს.

მონაცემთა ბაზიდან კვლევის  გახსნა ხდება რეჟიმში "მხოლოდ წასაკითხად". ცვლილებების შეტანა ითხოვს რედაქტირების რეჟიმის ჩართვას. 

ვინაიდან მონაცემები პროგრამა "პათომორფოლოგში" წარმოადგენს "მგრძნობიარე ინფორმაციას", პროგრამა სპეციალურად იცავს მათ შემთხვევითი დაკლიკების და არაკონკრეტული ინფორმაციის შეტანისაგან. კვლევებში ცვლილებების შეტანა საჭიროებს რედაქტირების რეჟიმის ჩართვას.

ფერადი ჩანართების სისტემას მინიმუმამდე დაჰყავს მონაცემების არასწორ ადგილას შეყვანის რისკი.

სხვადასხვა ფერები კვლევების ცალკეული ტიპებისათვის, საშუალებას აძლევს მომხმარებელს ნებისმიერ დროს სწრაფად გაერკვეს თუ სისტემის რომელ განყოფილებაში იმყოფება ის.

პროგრამა პოულობს განსაზღვრულ ექიმს, ჯანდაცვის ორგანოს ან განყოფილებას.

გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ როგორც წესი, პაციენტი მკურნალობს ერთი და იმავე ექიმთან, ჯანდაცვის ერთსა და იმავე ორგანოში, ხოლო ექიმი კურნავს ჯანდაცვის ერთსა და იმავე ორგანოში ერთსა და იმავე განყოფილებაში, კვლევის შეტანისას "პათომორფოლოგი" პოულობს პაციენტის მკურნალ ექიმებს, ჯანდაცვის ცენტრებს, სადაც მკურნალობდა პაციენტი, და კურნავს მოცემული ექიმი, ასევე განყოფილებას სადაც მკურნალობდა პაციენტი, რომლებშიც კურნავდა ექიმი, და რომელიც იმყოფება ჯანდაცვის მოცემულ ორგანოში.

პროგრამა გამორიცხავს ჯანდაცვის იმ ორგანოს არჩევის შესაძლებლობას, რომელმაც შეწყვიტა თავისი საქმიანობა

რომელიმე სამედიცინო დაწესებულება შეიძლება მონიშნულ იყოს როგორც საარქივო. თანამშრომელი, რომელიც შეეცდება აირჩიოს კვლევისათვის ასეთი დაწესებულება, მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.

მკვეთრი გამაფრთხილებელი შეტყობინებები

გამოყენებული გრაფიკები წყვეტს მონოტონურ მუშაობას და ყურადღებას ამახვილებს საკითხის მნიშვნელობასა და არსზე. "პათომორფოლოგი", როგორც ნებისმიერი მოწინავე საინფორმაციო სისტემა, ურთიერთმოქმედებს მომხმარებელთან მთელი რიგი სასაუბრო ფანჯრის დახმარებით. მათგან ყველაზე საჭიროები შეიცავენ ვიზუალურ გრაფიკებს, რომლებიც პირველი შეხედვით მიუთითებენ მათ საჭიროებაზე.

წესების ერთობლიობა შეუძლებელს ხდის შედეგების შეტანას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მიღებულ პრინციპებს.

გინეკოლოგიაში ციტოლოგიური დიაგნოზის შენახვისას პროგრამა აანალიზებს შეტანილ დიაგნოზს სტანდარტების დაცვაზე დაყრდნობით, ატყობინებს მომხმარებელს დაშვებულ გადახრებზე, ან კიდევ შეუძლებელს ხდის არასწორი დიაგნოზის შეტანას.

ანომალიურ ეპითელიალური უჯრედების დიაგნოსტირებისას პროგრამა ყოველთვის ითხოვს მომხმარებლის თანხმობას.

პროგრამა საშუალებას იძლევა შეიქმნას სტანდარტული პრაის-ლისტების და თითოეული კლიენტისათვის (ჯანდაცვის ორგანოსათვის) ინდივიდუალური პრაის-ლისტების სისტემა.

"პათომორფოლოგი" საშუალებას იძლევა დადგინდეს სტანდარტული პრაის-ლისტები, ასევე ინდივიდუალური ფასები თითოეული სამედიცინო დაწესებულებისათვის, კვლევების სახეობისათვის, ან მაგალითად კვლევების საფუძვლის სახეობისათვის. პროგრამა ავტომატურად ითვლის კვლევისათვის გადასახდელ თანხას, აძლევს მომხმარებელს საშუალებას შეიტანოს ცვლილება, თუ ეს აუცილებელია. 

პროგრამა ითვალისწინებს პრეპარატების შტრიხ-კოდებით ხანგრძლივი მარკირების შესაძლებლობას.

შტრიხ-კოდების პრინტერების გამოყენება საშუალებას იძლევა მოვახდინოთ პრეპარატების მარკირება კვლევების ნუმერაციის მიხედვით. სიები ხარისხის კონტროლისათვის, კვლევის ნომერისა და პაციენტის გვარის გარდა, შეიცავენ შტრიხ-კოდს.

კოდის წაკითხვა წამკითხველით ავტომატურად ხსნის შესაბამის კვლევას.