სისტემის მთავარი უპირატესობები

სისტემის მთავარი უპირატესობები

"პათომორფოლოგი" ზოგავს ფულს

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (20.12.2016 21:03)

skarbonka"პათომორფოლოგი" აჩქარებს მუშაობას, შესაბამისად თანამშრომლებს შეუძლიათ შეასრულონ მეტი კვლევები იმავე დროის განმავლობაში

უფრო ჩქარი მუშაობა - მეტი შესრულებული გამოკვლევები. მეტი გამოკვლევები - მეტი ფული და კონკრეტული უპირატესობა.

არსებული კლიენტების გამოცდილებიდან გამომდინარე, პროგრამა საშუალებას იძლევა დაიზოგოს ადმინისტრირებაზე (სამდივნო, ბუღალტრული აღრიცხვა) დროის 30%-მდე.

პროგრამა საშუალებას იძლევა უარი ეთქვას საექსპორტო დასკვნების ბეჭდვაზე იმ ექიმებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ წაიკითხონ მონაცემები ვებ-საიტზე

ექიმს (ინტერნეტის მომხმარებელს) შეუძლია მიუთითოს სისტემაში, რომ მას არ სურს მიიღოს ნაბეჭდი საექსპორტო დასკვნები, შედეგებს კი წაიკითხავს ინტერნეტში. ამ მომენტიდან სისტემა, ბეჭდვის მცდელობის შემთხვევაში, აცნობებს მომხმარებელს მასზედ, რომ აღნიშნულ ექიმს არ სურს მიიღოს ნაბეჭდი ვერსია. რა თქმა უნდა ამ რეგულაციის შეცვლა შეიძლება ნებისმიერ დროს.

სისტემა ავტომატურად ქმნის ანგარიშებს შესრულებული კვლევების შესახებ, რაც გამორიცხავს მათი გამორჩენის შესაძლებლობას ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის დროს

60 წამზე ნაკლებ დროში პროგრამა ქმნის  ანგარიშებს მოცემულ პერიოდში შესრულებულ ყველა  გამოკვლევაზე, თან დაყოფს მათ ჯანდაცვის ორგანოების, კვლევების სახეობის, ან პროფილაქტიკის პროგრამაში მონაწილეობის მიხედვით. გარდა ამისა ის საშუალებას იძლევა ბლოკირება გაუწიოს უკვე ნაანგარიშები პერიოდის გამოკვლევების შენახვას, თან გამორიცხავს შეცდომის ან  გამოკვლევების გამორჩენის შესაძლებლობას ანგარიშების წარდგენისას.

პროგრამა ავტომატურად განათავსებს ანგარიშ-ფაქტურების ასლებს სერვერზე, რაც საშუალებას აძლევს კლიენტებს ჩამოტვირთონ ანგარიშები ნებისმიერ დროს.

ყურადღება! 2011 წლის 1 იანვრიდან არ არის აუცილებელი ხელმოწერილი იყოს ანგარიშ-გაქტურები კვალიფიცირებული ელექტრონული ხელმოწერით.

ინტერნეტის თითოეულ მომხმარებელს (თუ გააჩნია სათანადო უფლება სისტემაში) შეუძლია იხილოს სისტემაში ხელმისაწვდომი ანგარიშები, რომლებიც წარედგინება სამედიცინო დაწესებულებებს. რეგულაციის გამართვაზე დამოკიდებულებით, ეს შეიძლება განხორციელდეს ავტომატურად, თანამშრომლის სამუშაო დროის გაფლანგვის გარეშე.

კლიენტებს, დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში, დაუყოვნებლივი წვდომის საშუალება ეძლევათ ანგარიშებთან.

"პათომორფოლოგი" საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს გადახდები, თან ინფორმაციას აწვდის ანგარიშის წარმდგენ თანამშრომელს დავალიანების შესახებ.

პროგრამა საშუალებას იძლევა შეყვანილი იქნას ანგარიშების შესახებ მონაცემებში ინფორმაცია შემოსულ გადახდებზე, თან მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია დავალიანების შესახებ.

ანგარიშის წარდგენის დროს საკმარისია ერთხელ დაკლიკება, რომ შევამოწმოთ კლიენტის დავალიანებები.

სისტემა აყალიბებს ანგარიშებს შესრულებული გამოკვლევების რაოდენობაზე და ღირებულებებზე, თანამშრომლებთან ანგარიშსწორების მიზნით

"პათომორფოლოგი" საშუალებას იძლევა სწრაფად, ერთი დაკლიკებით, მომზადდეს ინფორმაცია შესრულებული გამოკვლევების რაოდენობაზე და ღირებულებაზე, ლაბორატორიის ყველა თანამშრომლისათვის, დაკისრებული ფუნქციების დაყოფით (ციტოლოგი, ექიმი, კონსულტანტი და სხვა.)

 

"პათომორფოლოგი" უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შეესაბამება სტანდარტებს

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (20.12.2016 20:26)

bezpieczenstwo

პროგრამა ინახავს კვლევებში ცვლილებების სრულ ისტორიას

პროგრამა ინახავს კვლევების რედაქტირების სრულ ისტორიას, იძლევა ინფორმაციას ვინ, როდის და რა ველები შეცვალა. დიაგნოზის შინაარსის შემთხვევაში, პროგრამა ინახავს მის სრულ შინაარსს, ყოველი მოდიფიკაციისას.

"პათომორფოლოგი" ავტომატურად აგზავნის კვლევებს ხარისხის კონტროლისათვის

"პათომორფოლოგი" ავტომატურად აგზავნის ხარისხის კონტროლისათვის ამოკრებილ უარყოფით საექსპერტო დასკვნებს გინეკოლოგიაში ციტოლოგიის სფეროში, ბლოკავს  მათი რედაქტირების ან დამტკიცების შესაძლებლობას კონტროლის დამთავრების მომენტამდე.

სკრინინგის სისტემებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ავტომატიზირებული სისტემებით, პროგრამა გთავაზობთ არჩევანის ფორმირების მეთოდს, რისკის დონის გათვლების საფუძველზე.

არჩევანის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს.

MKB-10-ის კოდების სრული სიის მხარდაჭერა

TNM-ის კლასიფიკაციის მხარდაჭერა

Bethesda სისტემასთან თავსებადობა

მონაცემებთან წვდომა დაცულია მომხმარებლის სახელითა და პაროლით

პროგრამასთან წვდომა ლაბორატორიის გვერდის შემდეგ დაცულია მომხმარებლის სახელით და პაროლით. თითოეულ მომხმარებელს შეიძლება მიენიჭოს სხვადასხვა დონის უფლებები, რომელიც საშუალებას იძლევა შეასრულოს გარკვეული მოქმედება სისტემაში.

მონაცემებთან წვდომა ინტერნეტ-სისტემაში დაცულია ანალოგიურად. სისტემა უზრუნველყოფს პაროლების სათანადო ძალას (სირთულეს). ამის გარდა სისტემა შეიძლება დაცული იყოს, სერვერისა და მომხმარებლის კავშირის შიფრირების ალგორითმის დახმარებით.

სისტემა საშუალებას იძლევა შეიქმნას პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციებთან წვდომის შაბლონები

სისტემა საშუალებას იძლევა მომხმარებლებს მიენიჭოთ გარკვეული როლი (ადმინისტრატორი, ხარისხის კონტროლიორი, ბუღალტერი, პათოლოგი, ტექნიკური სპეციალისტი, მდივანი) სისტემაში. თითოეული როლი ითვალისწინებს გარკვეულ უფლებებს. უფლებების მოცულობა შეიძლება შეიცვალოს სისტემის ადმინისტრატორის მიერ.

პროგრამა გარკვეული  პერიოდის უმოქმედობის შემდეგ, ავტომატურად ხურავს არააქტიურ ინტერნეტ სეანსებს

დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების გათვალისწინებით, ინტერნეტში არააქტიური სეანსები ავტომატურად იხურება. შემდგომი მუშაობისათვის აუცილებელია განმეროებით შევიყვანოთ მომხმარებლის სახელი და პაროლი.

სისტემა საშუალებას იძლევა განვახორციელოთ ინფორმაციის გაცვლა ავტომატური სკრინინგის სისტემებთან

იმისათვის რომ მაქსიმალურად იქნას გამოყენებული მოწყობილობის პოტენციალი, სისტემა საშუალებას იძლევა მოვახდინოთ მონაცემთა იმპორტირება ავტომატიზირებული სისტემებიდან, თან აგროვებს მათ ერთ ადგილას, რაც გამორიცხავს მონაცემთა გადაწერის, ან მათი შედარების აუცილებლობას.

 

"პათომორფოლოგი" ამაღლებს კლიენტთა მომსახურების დონეს

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (19.12.2016 21:11)

jakoscპროგრამა სთავაზობს სადღეღამისო ონლაინ წვდომას კვლევების შედეგებთან, მათი ბაზაში შეტანის მომენტიდან.

"პათომორფოლოგი" იძლევა წვდომას კვლევების შედეგებთან ვებ-საიტზე, მაშინვე როგორც კი ისინი შეიტანეს, ამასთანავე მთლიანად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

სისტემის მომხმარებელს (ექიმს / მთავარ ექიმს / სამედიცინო დაწესებულების მენეჯერს) შეუძლია ჰქონდეს როგორც მუდმივი წვდომა სისტემასთან (მუდმივი იდენტიფიკატორი და პაროლი), ასევე ერთჯერადი წვდომა ერთ კვლევასთან.

მუდმივი წვდომა ითვალისწინებს, ექიმის წვდომას ყველა კვლევის შედეგებთან, რომლებიც შესრულებულია მისი მიმართულებით, ასევე მონაცემთა მოძიებისა და ფილტრაციის გაფართოებული შესაძლებლობებს.

"პათომორფოლოგი" საშუელაბს იძლევა დოკუმენტებზე ელექტრონული ფორმით ხელმოწერის წყალობით უარი ვთქვათ საექტსპერტო დასკვნების ბეჭდვაზე

მოდული Sign-ის წყალობით, სისტემის მომხმარებლებს შეუძლიათ ელექტრონული ფორმით, მოკლე დროში, ხელი მოაწერონ კვალიფიცირებული ელქტრონული ხელმოწერით დიდი რაოდენობით კვლევის შედეგებს და განათავსონ ისინი სერვერზე, სადაც ისინი ხელმისაწვდომი იქნება ამ მიმართულების გამომწერი ექიმებისათვის. ეს მთლიანად შეესაბამება წესებს და სტანდარტებს. რადგანაც კანონმდებლობის მიხედვით   კვალიფიცირებული ელქტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი დოკუმენტი, ექვივალენტურია ტრადიციული დოკუმენტის, რომელიც ხელმოწერილია ხელით და დამოწმებულია ბეჭდით, მომხმარებლისათვის არაა აუცილებელი მისი დაბეჭდვა.

პროგრამა ნებას რთავს პაციენტებს მიიღონ კვლევების შედეგებთან წვდომა (საჭიროების შემთხვევაში)

ასევე, გათვალისწინებულია ერთჯერადი პაროლების გენერირების შესაძლებლობა, პაციენტისათვის წვდომის შესათავაზებლად. ასეთი პაროლი შეიძლება დაბეჭდილ იქნეს თვითწებვად ეტიკეტზე, ან გაიგზავნოს  SMS-შეტყობინებით - ყველაფერი უშუალოდ პროგრამიდან.

სისტემა საშუალებას აძლევს ექიმებს შეუკვეთონ სახარჯი მასალები ვებ-საიტის მეშვეობით

ბევრი ლაბორატორი სთავაზობს ექიმებს მასალებს (მინები, ნაკრები ანალიზისათვის, მიმართვის ბლანკები და სხვა.). "პათომორფოლოგი" უზრუნველყოფს წვდომას ონლაინ-შეკვეთების სისტემასთან, საიდანაც შეკვეთები მიდის განსაზღვრულ პირთან. შემკვეთი ექიმი თვალყურს ადევნებს რა ეტაპზეა მისი შეკვეთის შესრულება.

ამის გარდა ლაბორატორია აკონტროლებს სახარჯი მასალების რაოდენობას..

"პათომორფოლოგი" უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ წვდომას სასწრაფო გამოკვლევებთან.

სასწრაფო შემთხვევებში "პათომორფოლოგი" საშუალებას იძლევა გაიგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS)  იმის შესახებ, რომ საექსპერტო დასკვნა ხელმისაწვდომია წასაკითხად ინტერნეტ სისტემაში. ასეთი შეტყობინება შეიძლება შეიცავდეს მომხმარებლის ტექსტურ დავალებას, ასევე კონკრეტულ მონაცემებს, მაგალითად პაციენტის გვარს, კვლევის ნომერს, ან ერთჯერად პაროლს, რომელიც იძლევა კვლევასთან წვდომის საშუალებას.

პროგრამა აძლევს ანგარიშ-ფაქტურებთან წვდომის საშუალებას პირებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ ჯანდაცვის ორგანოებს 

ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ადრე შეზღუდული იყო ბევრი ნორმატიული მდგომარეობით, ახლა ფართოდ გამოიყენება ძვირადღირებული კვალიფიცირებული ელექტრონული ხელმოწერის გარეშე.

"პათომორფოლოგი" საშუალებას იძლევა ავტომატურად გაიგზავნოს ანგარიშ-ფაქტურები სერვერზე PDF-ფაილების სახით, რომლებიც ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის ავტორიზაციის შემდეგ, წვდომის შესაბამისი წესებით.

პროგრამა საშუალებას იძლევა დაიბეჭდოს საექსპერტო დასკვნები მრავალ ენაზე

"პათომორფოლოგი" საშუალებას იძლევა დაიბეჭდოს დასკვნები უცხო ენებზე. ამისათვის საჭიროა მხოლოდ განვსაზღვროთ ენა კვლევაში. თარგმანების შინაარსი ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის და მას შეუძლია თავისუფლად აირჩიოს ისინი.

   

"პათომორფოლოგს" მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების შესაძლებლობა

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (19.12.2016 20:30)

right_directionმონაცემთა კოპირება უშუალოდ გარე სისტემებიდან გამორიცხავს შეცდომებს მონაცემების განმეორებით შეტანისას.

"პათომორფოლოგი" ავტომატურად აკოპირებს ექიმის მიერ გარე სისტემაში (მაგალითად საავადმყოფოში) შეტანილ მონაცემებს. კოპირებული მონაცემები არის სრული და შეიცავს როგორც პირად მონაცემებს, ასევე ექიმის მიერ შეტანილი ინტერვიუს დეტალებს.

მონაცემთა ბაზიდან კვლევის  გახსნა ხდება რეჟიმში "მხოლოდ წასაკითხად". ცვლილებების შეტანა ითხოვს რედაქტირების რეჟიმის ჩართვას. 

ვინაიდან მონაცემები პროგრამა "პათომორფოლოგში" წარმოადგენს "მგრძნობიარე ინფორმაციას", პროგრამა სპეციალურად იცავს მათ შემთხვევითი დაკლიკების და არაკონკრეტული ინფორმაციის შეტანისაგან. კვლევებში ცვლილებების შეტანა საჭიროებს რედაქტირების რეჟიმის ჩართვას.

ფერადი ჩანართების სისტემას მინიმუმამდე დაჰყავს მონაცემების არასწორ ადგილას შეყვანის რისკი.

სხვადასხვა ფერები კვლევების ცალკეული ტიპებისათვის, საშუალებას აძლევს მომხმარებელს ნებისმიერ დროს სწრაფად გაერკვეს თუ სისტემის რომელ განყოფილებაში იმყოფება ის.

პროგრამა პოულობს განსაზღვრულ ექიმს, ჯანდაცვის ორგანოს ან განყოფილებას.

გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ როგორც წესი, პაციენტი მკურნალობს ერთი და იმავე ექიმთან, ჯანდაცვის ერთსა და იმავე ორგანოში, ხოლო ექიმი კურნავს ჯანდაცვის ერთსა და იმავე ორგანოში ერთსა და იმავე განყოფილებაში, კვლევის შეტანისას "პათომორფოლოგი" პოულობს პაციენტის მკურნალ ექიმებს, ჯანდაცვის ცენტრებს, სადაც მკურნალობდა პაციენტი, და კურნავს მოცემული ექიმი, ასევე განყოფილებას სადაც მკურნალობდა პაციენტი, რომლებშიც კურნავდა ექიმი, და რომელიც იმყოფება ჯანდაცვის მოცემულ ორგანოში.

პროგრამა გამორიცხავს ჯანდაცვის იმ ორგანოს არჩევის შესაძლებლობას, რომელმაც შეწყვიტა თავისი საქმიანობა

რომელიმე სამედიცინო დაწესებულება შეიძლება მონიშნულ იყოს როგორც საარქივო. თანამშრომელი, რომელიც შეეცდება აირჩიოს კვლევისათვის ასეთი დაწესებულება, მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.

მკვეთრი გამაფრთხილებელი შეტყობინებები

გამოყენებული გრაფიკები წყვეტს მონოტონურ მუშაობას და ყურადღებას ამახვილებს საკითხის მნიშვნელობასა და არსზე. "პათომორფოლოგი", როგორც ნებისმიერი მოწინავე საინფორმაციო სისტემა, ურთიერთმოქმედებს მომხმარებელთან მთელი რიგი სასაუბრო ფანჯრის დახმარებით. მათგან ყველაზე საჭიროები შეიცავენ ვიზუალურ გრაფიკებს, რომლებიც პირველი შეხედვით მიუთითებენ მათ საჭიროებაზე.

წესების ერთობლიობა შეუძლებელს ხდის შედეგების შეტანას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მიღებულ პრინციპებს.

გინეკოლოგიაში ციტოლოგიური დიაგნოზის შენახვისას პროგრამა აანალიზებს შეტანილ დიაგნოზს სტანდარტების დაცვაზე დაყრდნობით, ატყობინებს მომხმარებელს დაშვებულ გადახრებზე, ან კიდევ შეუძლებელს ხდის არასწორი დიაგნოზის შეტანას.

ანომალიურ ეპითელიალური უჯრედების დიაგნოსტირებისას პროგრამა ყოველთვის ითხოვს მომხმარებლის თანხმობას.

პროგრამა საშუალებას იძლევა შეიქმნას სტანდარტული პრაის-ლისტების და თითოეული კლიენტისათვის (ჯანდაცვის ორგანოსათვის) ინდივიდუალური პრაის-ლისტების სისტემა.

"პათომორფოლოგი" საშუალებას იძლევა დადგინდეს სტანდარტული პრაის-ლისტები, ასევე ინდივიდუალური ფასები თითოეული სამედიცინო დაწესებულებისათვის, კვლევების სახეობისათვის, ან მაგალითად კვლევების საფუძვლის სახეობისათვის. პროგრამა ავტომატურად ითვლის კვლევისათვის გადასახდელ თანხას, აძლევს მომხმარებელს საშუალებას შეიტანოს ცვლილება, თუ ეს აუცილებელია. 

პროგრამა ითვალისწინებს პრეპარატების შტრიხ-კოდებით ხანგრძლივი მარკირების შესაძლებლობას.

შტრიხ-კოდების პრინტერების გამოყენება საშუალებას იძლევა მოვახდინოთ პრეპარატების მარკირება კვლევების ნუმერაციის მიხედვით. სიები ხარისხის კონტროლისათვის, კვლევის ნომერისა და პაციენტის გვარის გარდა, შეიცავენ შტრიხ-კოდს.

კოდის წაკითხვა წამკითხველით ავტომატურად ხსნის შესაბამის კვლევას.

 

"პათომორფოლოგი" აჩქარებს სამუშაოს

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (19.12.2016 19:18)

stoper2 აკოპირებს მასალას გარე სისტემებიდან მონაცემთა ბაზაში. 

პროგრამა აკოპირებს მასალას გარე სისტემებიდან მონაცემთა ბაზაში.

 

ერთი მასალის მონაცემთა ბაზაში შეყვანისა და ასახვის დრო 15 (თხუთმეტი) წამია.

 

ყველა ინფომაცია პაციენტის შესახებ, მათ შორის ინტერვიუც, ექიმის მიერ შეტანილია მონაცემთა ბაზაში. არ არის აუცილებელი ლაბორატორიის თანამშრომელმა კიდევ ერთხელ შეიტანოს ის. “პათომორფოლოგი” საშუალებას იძლევა მასალა აისახოს მხოლოდ ერთი დაჭერით, რაც გამორიცხავს შეცდომის დაშვების ალბათობას გადაწერის დროს.

 

კვლევებისათვის, რომლებიც არ არიან გარე სისტემებში, მონაცემთა ბაზაში ისტორიულ ჩანაწერებზე დაყრდნობით პროგრამა პოულობს ექიმს, ჯანდაცვის ორგანოს, განყოფილებას.

როგორც წესი, პაციენტი მკურნალობს ერთი და იმავე ექიმთან, ერთი და იმავე ადგილას (ჯანდაცვის ორგანოში). ექიმი კურნავს ჯანდაცვის ერთი და იმავე ორგანოში, ერთი და იმავე განყოფილებაში.

კვლევების შეტანისას "პათომორფოლოგი" პოულობს ექიმს, რომელიც მკურნალობდა პაციენტს, სამედიცინო ცენტრებს, რომლებშიც მკურნალობდა პაციენტი და რომლებშიც კურნავს ექიმი, ასევე განყოფილებებს, რომლებშიც მკურნალობდა პაციენტი, რომლებშიც კურნავს ექიმი და რომლებიც იმყოფებიან ჯანდაცვის მოცემულ ორგანოში. ფერადი სქემა აიოლებს ორიენტაციას.

უკეთეს შემთხვევაში, პაციენტის, ექიმის, ჯანდაცვის ორგანოს და განყოფილების მონაცემთა შეტანას დავყავართ რამოდენიმე სიმბოლოს შეყვანამდე, თავიდან გვარის და შესვლის კლავიშის ოთხჯერ დაჭერამდე.

პროგრამა საშუალებას იძლევა შევინახოთ დიაგნოზების შაბლონების ნებისმიერი რაოდენობა, ასევე ცალკეული ვარიანტები პრაქტიკულად ყველა ტექსტური ველისათვის

ციტოლოგიასა და გინეკოლოგიაში არსებობს რამოდენიმე ყველაზე უფრო გავრცელებული დიაგნოზი, რომლებიც გვხვდებიან კვლევების 95%-ში. თითოეული სტანდარტული დიაგნოზი მომხმარებელს შეუძლია შეინახოს შაბლონის სახით, ხოლო შემდეგ გამოიყენოს ის სხვა კვლევებში და შეავსოს დიაგნოზი თაგვზე 3-ჯერ დაკლიკებით. 

კვლევებისათვის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის სფეროში პროგრამა იძლევა საშუალებას შევქმნათ ლექსიკონი სტანდარტული ფრაზებით ან მთელი რიგი დიაგნოზების შინაარსით.

კვლევების ექსპორტი გარე სისტემებში

300 კვლევის ექსპორტი მონაცემთა ბაზიდან და იმპორტი გარე სისტემებში იკავებს მაქსიმუმ ერთ წუთს

ლაბორატორიებმა, რომლებიც მონაწილეობენ საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკის პროგრამაში, უნდა შეიტანონ კვლევების შედეგები, რომელსაც ასრულებენ ამ პროგრამის ჩარჩოში, გარე სისტემებში. ეს ართმევს დროს და უხდებათ ერთი და იგივე საქმის ორჯერ გაკეთება.

"პათომორფოლოგი" საშუალებას იძლევა გააკეთოს კვლევების (ერთი დღის / ერთი კვირის / ერთი თვის) შედეგების ექსპორტი გარე სისტემეში. რაც საშუალებას გვაძლევს დავზოგოთ ბევრი სამუშაო საათები ყოველდღიურად.

ავტომატურად აგზავნის ანგარიშებს შესრულებული კვლევების შესახებ, ანგარიშების წარსადგენად

5000 კვლევის გაგზავნას ჯანდაცვის 150 სხვადასხვა ორგანოში სჭირდება 30 წამი

"პათომორფოლოგი" საშუალებას იძლევა ავტომატურად (პარტიებით) მომზადდეს გარკვეული პერიოდის ანგარიშები, შესრულებული კვლევების შესახებ, ჯანდაცვის ყველა ორგანოსათვის.
თითოეული ანგარიში შეიცავს ინფორმაციას ყველა კვლევის შესახებ, რომელიც დაუკვეთა ჯანდაცვის გარკვეულმა ორგანომ და წარმოადგენს სპეციფიკაციას ანგარიშ-ფაქტურებისათვის. იხილეთ შემდეგი პუნქტი.

"პათომორფოლოგი" შესაძლებლობას იძლევა წარვადგინოთ ანგარიში უშუალოდ პროგრამიდან რაც გამორიცხავს აუცილებლობას განმეორებით ჩავწეროთ მონაცემები აღრიცხვის პროგრამაში.

პროგრამა საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ადრე მომზადებული ანგარიშები (იხილეთ წინა პუნქტი) ანგარიშ-ფაქტურების შესაქმნელად. რომ წარვადგინოთ შესრულებული კვლევების ანგარიშები, საჭიროა მხოლოდ თაგვზე თითით რამოდენიმე დაკლიკება.

ანგარიშ-ფაქტურები შეიძლება წარედგინოს ჯანდაცვის ორგანოებს, პაციენტებს და რომელიმე დაწესებულებებს (მესამე მხარეს).

პროგრამა ასევე ანხორციელებს ქვითრებით გაყიდვის მხარდაჭერას.

პროგრამა ასევე ქმნის სამისამართო ეტიკეტების ნაკრებს, ანგარიშ-ფაქტურების მოსამზადებლად.

პროგრამა საშუალებას იძლევა ავტომატურად დაბეჭდოს ეტიკეტები იმ დაწესებულებების მისამართებით, რომლებსაც წარედგინათ ანგარიშები.

პროგრამა საშუალებას იძლევა განვახორციელოთ კვლევების მოძიება და გავფილტროთ კვლევების მასივები

"პათომორფოლოგს" გააჩნია ფილტრაციისა და მოძიების ფართო შესაძლებლობები - კვლევების გამარტივებული მოძიებიდან ნომრის, გვარის, პაციენტის საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით, ან არჩეული ექიმის კვლევებიდან, ისეთ რთულ საკითხებამდე, როგორიცაა: ვაჩვენოთ საექსპერტო დასკვნები 2009 წლიდან, დადებით LSIL-ით და ატროფიის დიაგნოზით 40-45 წლის ქალბატონებისათვის. 

შტრიხ-კოდების სიტემის გამოყენება იძლევა წვდომას ნებისმიერ კვლევებთან რამოდენიმე წამში.

კვლევების შტრიხ-კოდის წაკითხვისას პროგრამა ავტომატურად ხსნის მას სათანადო ჩანართზე, მაგალითად კლინიკურ მონაცემებზე ან დიაგნოზზე.

პროგრამა საშუალებას იძლევა დაიბეჭდოს შტრიხ-კოდები გახსნილ საექსპერტო დასკვენებზე ან მიკროსკოპის მინის ეტიკეტებზე.

კვალიფიცირებული ელექტრონული ხელმოწერა - სწრაფად და ეფექტურად

პროგრამა საშალებას იძლევა ხელი მოეწეროს კვალიფიცირებული ელექტრონული ხელმოწერით ასეულობით დოკუმენტს რამოდენიმე წუთის განმავლობაში. მოდული Sign-ის წყალობით აუცილებლობას არ წარმოადგენს ხელი მოეწეროს თითოეულ დოკუმენტს ცალ-ცალკე.

   

კლიენტები „პათომორფოლოგიის“ შესახებ

epekturad-mokmedi-laboratoria.png