ყიდვამდე

ყიდვამდე

პოტენციური კლიენტების მიერ ყიდვამდე შედარებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები

იცავს თუ არა "პათომორფოლოგი" პერსონალურ მონაცემებს?

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (20.12.2016 19:09)

კი. სისტემა "პათომორფოლოგის" შემუშავებისას განსაკუთრებული აქცენტი იქნა გაკეთებული პერსონალური მონაცემების დაცვაზე და ეს შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს.

   

მე კომპანიაში არ მაქვს სერვერი. შემიძლია თუ არა გამოვიყენო "პათომორფოლოგი"?

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (20.12.2016 19:10)

 რათქმაუნდა! ბევრ კომპანიას არ აქვს სპეციალური სერვერი, და ეს არ წარმოადგენს დაბრკოლებას. ასეთ სიტუაციაში ამოირჩევა კომპანიაში ყველაზე სწრაფი კომპიუტერი, რომელიც შეასრულებს სერვერის ფუნქციებს. საწყის ეტაპზე ეს სავსებით საკმარისია.

როდესაც ბაზის მომხმარებელთა რაოდენობა იქნება იმდენად დიდი, რომ ეს მიგვიყვანს პროდუქტიულობის მნიშვნელოვან დაცემამდე, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება სერვერის შესაძენად,  თუმცა სერვერებზე ტრაფიკი პროპორციულია კომპანიის ბრუნვის,ასე რომ არ არის აუცილებლობა შეწუხდეთ ამაზე.  

   

მჭირდება ვიყიდო სისტემა მთლიანად?

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (18.12.2016 14:09)

არა. ამგვარი აუცილებლობა არ არის. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი მოდულით, რომელიც მხარს დაუჭერს კვლევის სახეობას, რომელსაც თქვენ ასრულებთ. სხვა მოდულები და / ან მოწყობილობა, თქვენ შეგიძლიათ შეისყიდოთ ნებისმიერ დროს, როცა წარმოიშვება ასეთი აუცილებლობა.

დაწვრილებით სისტემის შემადგენლებზე.

   

რა ღირს ეს?

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (15.12.2016 17:48)

სისტემის ღირებულება დამოკიდებულია ბევრ რამეზე, ამიტომ ძნელია ერთი ფრაზით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ფასების ჩამონათვალი, თუმცა საბოლოო ღირებულებას ჩვენ წარმოგიდგენთ თქვენი მოთხოვნების ანალიზის და შესაძლო ფასდაკლების გამოქვითვის შემდეგ. 

რათქმაუნდა, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებებისათვის.

   

როგორ მოვემზადოთ დისტანციური დემონსტრირებისთვის?

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (15.12.2016 17:59)

ინტერნეტში გადმოწერეთ და დააყენეთ პროგრამა TeamViewer. პრეზენტაციის დროს ჩვენ მოგცემთ მომხმარებლის სახელს და პაროლს. გამოიყენეთ ის ჩვენს კომპიუტერთან მისაერთებლად, რომლებზეც განხორციელდება პრეზენტაცია.

   

როგორ შევიძინოთ?

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (16.12.2016 18:59)

თუ შეიძლება, დაგვიკავშირდით ჩვენ, რათა დაინიშნოს კონსულტაცია. კონსულტაციისას ჩვენ განვსაზღვრავთ თქვენს მოთხოვნებს, ასევე თქვენი სამუშაოს სპეციფიკას.

მიღებული ინფორმაციისა და საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე, ჩვენ ერთობლივად განვსაზღვრავთ, როგორი მოდულები იქნება თქვენთვის სასარგებლო, ასევე რა ცვლილებები იქნება შესატანი პროგრამულ უზრუნველყოფაში.

ჩვენ შევაფასებთ სისტემის ღირებულებას და განვსაზღვრავთ მისი დაყენებისთვის საჭირო დროს.

ღირებულების შეთანხმებისა და ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ შევუდგებით სისტემის დაყენებას, რომელიც მოიცავს:

  1. პროგრამული უზრუნველყოფის ადაპტირებას;
  2. მოწყობილობის შესაძლო მოწოდებას;
  3. პროგრამული უზრუნველყოფისა და მოწყობილობის დაყენებას;
  4. პერსონალის სწავლებას;
   

სად იყო დამონტაჟებული სისტემა "პათომორფოლოგი"

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (20.12.2016 19:08)

mapa wdrozenსისტემა იმპლემენტირებული იყო რამოდენიმე ადგილას პოლონეთში, როგორც კერძო ორგანიზაციებში, ასევე მსხვილ თვითმმართველ დაწესებულებებში.ინფორმაცია პრგორამის დაყენების შემთხვევებში ხელმისაწვდომია ახალი ამბების განყოფილებაში. 

   

უპასუხებს თუ არა "პათომორფოლოგი" ჩემი კომპანიის არასტანდარტულ მოთხოვნებს?

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (20.12.2016 19:10)

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კი!

 

სისტემა "პათომორფოლოგი" შეიქმნა როგორც პასუხი პათომორფოლოგიური ლაბორატორიების მოლოდინებზე. მაშასადამე, ის უკვე ახლავე განკუთვნილია სპეციფიკურ გარემოში მუშაობისათვის. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ სისტემის ადაპტირება თქვენი ინდივიდუალური მოთხვონილების შესაბამისად. 

ჩვენ გთავაზობთ ასეთი ადაპტირების ორ შესაძლებლობას:

  1. შესაძენი მოდულების არჩევანს(არაა საჭირო ყველა მოდულის შეიძინოთ). დაწვრილებით სისტემის შემადგენლებზე. 
  2. თვით პროგრამული უზრუნველყოფის ადაპტირება.

პროგრამული უზრუნველყოფის ადაპტაციას შეუძლია მოიცვას პრაქტიკულად რაც გნებავთ - უმნიშვნელო დეტალებიდან, სხვა ტიპის კვლევებსა ან რაიმე სხვა საკითხებზე პასუხისმგებელი მთელი რიგი მოდულების დამატებამდე, იმ პირობით რომ ისინი არ ავნებენ სისტემის ფუნქციონირებას. 

   

შემიძლია მივიღო დემო-დისკი, რათა გავტესტო სისტემა?

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (16.12.2016 18:44)

სისტემა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ არის ძალიან რთული და საჭიროებს სპეციალურ გამართვას. კლიენტს, სპეციალური ცოდნისა და სისტემის მუშაობის ორიენტაციის გარეშე , არ ეცოდინება როგორ დააყენოს და გამართოს ის. ამის გარდა, შეუძლებელია გატესტო ყველა ფუნქცია, ყოველ შემთხვევაში, საბაზისო მომზადების გარეშე მაინც. ამიტომ ჩვენ არ გთავაზობთ დემო-დისკებს საცდელი ვერსიით.

ამავე დროს ჩვენ ვიძლევით შესაძლებლობას ნახოთ სისტემა მოქმედებაში.

   

შემიძლია თუ არა ვიხილო სისტემა მოქმედებაში?

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (15.12.2016 18:54)

კი. ჩვენ გთავაზობთ ორ შესაძლებლობას, რომელიც საშუალებას მოგცემთ იხილოთ სისტემა მოქმედებაში:

 

1. შეცინის მოდელირებულ ლაბორატორიებში  

2. თქვენთვის სპეციალურად ორგანიზებულ დემონსტრირებებზე. არის ასეთი დემონსტრირების ორგანიზების რამოდენიმე შესაძლებლობა: 

  1. დისტანციური სეანსის დროს. ჩვენ შეგვიძლია დისტანციური სეანსის ორგანიზება, რომლის დროსაც თქვენი კომპიუტერის ეკრანზე გამოჩნდება კომპიუტერის ეკრანი, რომელზეც გაიმართება დემონსტრირება. თქვენ ასევე გექნებათ შესაძლებლობა ტელეფონით ესაუბროთ ადამიანს, რომელიც ასრულებს დემონსტრირებას. დაწვრილებით იხილეთ სტატიაში "როგორ მოვემზადოთ დისტანციური დემონსტრირებისთვის"
  2. ჩვენი კომპანიის ოფისში
  3. თქვენს ლაბორატორიაში. ჩვენ შეგვიძლია მოვიდეთ თქვენთან სისტემის პრეზენტაციისთვის

ყველა შემთხვევაში ჩვენ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით, რომ ჩვენ შევძლოთ დემონსტრირების მომზადება.

 

ახლა თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტების სახეობები, რომლებიც შეგიძლიათ ამობეჭდოთ პროგრამიდან.

   

შემიძლია თუ არა მოველოდო რაიმე მხარდაჭერას შესყიდვის შემდეგ?

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

განახლებულია (15.12.2016 18:22)

 კი! შეძენის შემდეგ, წლის განმავლობაში კლიენტს აქვს:  

  • გარანტია;
  • უფლება სისტემის ბოლო ვერსიამდე განახლებაზე;
  • უფლება უფასო კონსულტაციასა და ინფორმაციაზე (გარდა ხარჯებისა კავშირზე და ტელეკომუნიკაციებზე);

ერთი წლის გასვლის შემდეგ საგარანტიო ვადა და, ამავდროულად, მხარდაჭერის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს.  
 

პროგრამის ხარისხს აკონტროლებს  სპეციალისტთა ჯგუფი(პროგრამისტები, მონაცემთა ბაზების სპეციალისტები, სპეციალისტები უსაფრთხოების სფეროში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ექიმი-კონსულტანტები პატომორფოლოგიის სფეროში და სპეციალისტები ფინანსებსა და საბუღალტრო აღრიცხვაში).

   

კლიენტები „პათომორფოლოგიის“ შესახებ

epekturad-mokmedi-laboratoria.png