"პათომორფოლოგი" ზოგავს ფულს

"პათომორფოლოგი" ზოგავს ფულს

"პათომორფოლოგი" ზოგავს ფულს

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

skarbonka"პათომორფოლოგი" აჩქარებს მუშაობას, შესაბამისად თანამშრომლებს შეუძლიათ შეასრულონ მეტი კვლევები იმავე დროის განმავლობაში

უფრო ჩქარი მუშაობა - მეტი შესრულებული გამოკვლევები. მეტი გამოკვლევები - მეტი ფული და კონკრეტული უპირატესობა.

არსებული კლიენტების გამოცდილებიდან გამომდინარე, პროგრამა საშუალებას იძლევა დაიზოგოს ადმინისტრირებაზე (სამდივნო, ბუღალტრული აღრიცხვა) დროის 30%-მდე.

პროგრამა საშუალებას იძლევა უარი ეთქვას საექსპორტო დასკვნების ბეჭდვაზე იმ ექიმებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ წაიკითხონ მონაცემები ვებ-საიტზე

ექიმს (ინტერნეტის მომხმარებელს) შეუძლია მიუთითოს სისტემაში, რომ მას არ სურს მიიღოს ნაბეჭდი საექსპორტო დასკვნები, შედეგებს კი წაიკითხავს ინტერნეტში. ამ მომენტიდან სისტემა, ბეჭდვის მცდელობის შემთხვევაში, აცნობებს მომხმარებელს მასზედ, რომ აღნიშნულ ექიმს არ სურს მიიღოს ნაბეჭდი ვერსია. რა თქმა უნდა ამ რეგულაციის შეცვლა შეიძლება ნებისმიერ დროს.

სისტემა ავტომატურად ქმნის ანგარიშებს შესრულებული კვლევების შესახებ, რაც გამორიცხავს მათი გამორჩენის შესაძლებლობას ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის დროს

60 წამზე ნაკლებ დროში პროგრამა ქმნის  ანგარიშებს მოცემულ პერიოდში შესრულებულ ყველა  გამოკვლევაზე, თან დაყოფს მათ ჯანდაცვის ორგანოების, კვლევების სახეობის, ან პროფილაქტიკის პროგრამაში მონაწილეობის მიხედვით. გარდა ამისა ის საშუალებას იძლევა ბლოკირება გაუწიოს უკვე ნაანგარიშები პერიოდის გამოკვლევების შენახვას, თან გამორიცხავს შეცდომის ან  გამოკვლევების გამორჩენის შესაძლებლობას ანგარიშების წარდგენისას.

პროგრამა ავტომატურად განათავსებს ანგარიშ-ფაქტურების ასლებს სერვერზე, რაც საშუალებას აძლევს კლიენტებს ჩამოტვირთონ ანგარიშები ნებისმიერ დროს.

ყურადღება! 2011 წლის 1 იანვრიდან არ არის აუცილებელი ხელმოწერილი იყოს ანგარიშ-გაქტურები კვალიფიცირებული ელექტრონული ხელმოწერით.

ინტერნეტის თითოეულ მომხმარებელს (თუ გააჩნია სათანადო უფლება სისტემაში) შეუძლია იხილოს სისტემაში ხელმისაწვდომი ანგარიშები, რომლებიც წარედგინება სამედიცინო დაწესებულებებს. რეგულაციის გამართვაზე დამოკიდებულებით, ეს შეიძლება განხორციელდეს ავტომატურად, თანამშრომლის სამუშაო დროის გაფლანგვის გარეშე.

კლიენტებს, დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში, დაუყოვნებლივი წვდომის საშუალება ეძლევათ ანგარიშებთან.

"პათომორფოლოგი" საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს გადახდები, თან ინფორმაციას აწვდის ანგარიშის წარმდგენ თანამშრომელს დავალიანების შესახებ.

პროგრამა საშუალებას იძლევა შეყვანილი იქნას ანგარიშების შესახებ მონაცემებში ინფორმაცია შემოსულ გადახდებზე, თან მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია დავალიანების შესახებ.

ანგარიშის წარდგენის დროს საკმარისია ერთხელ დაკლიკება, რომ შევამოწმოთ კლიენტის დავალიანებები.

სისტემა აყალიბებს ანგარიშებს შესრულებული გამოკვლევების რაოდენობაზე და ღირებულებებზე, თანამშრომლებთან ანგარიშსწორების მიზნით

"პათომორფოლოგი" საშუალებას იძლევა სწრაფად, ერთი დაკლიკებით, მომზადდეს ინფორმაცია შესრულებული გამოკვლევების რაოდენობაზე და ღირებულებაზე, ლაბორატორიის ყველა თანამშრომლისათვის, დაკისრებული ფუნქციების დაყოფით (ციტოლოგი, ექიმი, კონსულტანტი და სხვა.)

კლიენტები „პათომორფოლოგიის“ შესახებ

dauqovneblivi-tsvdoma-analizis-shedegebtan.png