"პათომორფოლოგი" უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შეესაბამება სტანდარტებს

"პათომორფოლოგი" უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შეესაბამება სტანდარტებს

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

bezpieczenstwo

პროგრამა ინახავს კვლევებში ცვლილებების სრულ ისტორიას

პროგრამა ინახავს კვლევების რედაქტირების სრულ ისტორიას, იძლევა ინფორმაციას ვინ, როდის და რა ველები შეცვალა. დიაგნოზის შინაარსის შემთხვევაში, პროგრამა ინახავს მის სრულ შინაარსს, ყოველი მოდიფიკაციისას.

"პათომორფოლოგი" ავტომატურად აგზავნის კვლევებს ხარისხის კონტროლისათვის

"პათომორფოლოგი" ავტომატურად აგზავნის ხარისხის კონტროლისათვის ამოკრებილ უარყოფით საექსპერტო დასკვნებს გინეკოლოგიაში ციტოლოგიის სფეროში, ბლოკავს  მათი რედაქტირების ან დამტკიცების შესაძლებლობას კონტროლის დამთავრების მომენტამდე.

სკრინინგის სისტემებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ავტომატიზირებული სისტემებით, პროგრამა გთავაზობთ არჩევანის ფორმირების მეთოდს, რისკის დონის გათვლების საფუძველზე.

არჩევანის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს.

MKB-10-ის კოდების სრული სიის მხარდაჭერა

TNM-ის კლასიფიკაციის მხარდაჭერა

Bethesda სისტემასთან თავსებადობა

მონაცემებთან წვდომა დაცულია მომხმარებლის სახელითა და პაროლით

პროგრამასთან წვდომა ლაბორატორიის გვერდის შემდეგ დაცულია მომხმარებლის სახელით და პაროლით. თითოეულ მომხმარებელს შეიძლება მიენიჭოს სხვადასხვა დონის უფლებები, რომელიც საშუალებას იძლევა შეასრულოს გარკვეული მოქმედება სისტემაში.

მონაცემებთან წვდომა ინტერნეტ-სისტემაში დაცულია ანალოგიურად. სისტემა უზრუნველყოფს პაროლების სათანადო ძალას (სირთულეს). ამის გარდა სისტემა შეიძლება დაცული იყოს, სერვერისა და მომხმარებლის კავშირის შიფრირების ალგორითმის დახმარებით.

სისტემა საშუალებას იძლევა შეიქმნას პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციებთან წვდომის შაბლონები

სისტემა საშუალებას იძლევა მომხმარებლებს მიენიჭოთ გარკვეული როლი (ადმინისტრატორი, ხარისხის კონტროლიორი, ბუღალტერი, პათოლოგი, ტექნიკური სპეციალისტი, მდივანი) სისტემაში. თითოეული როლი ითვალისწინებს გარკვეულ უფლებებს. უფლებების მოცულობა შეიძლება შეიცვალოს სისტემის ადმინისტრატორის მიერ.

პროგრამა გარკვეული  პერიოდის უმოქმედობის შემდეგ, ავტომატურად ხურავს არააქტიურ ინტერნეტ სეანსებს

დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების გათვალისწინებით, ინტერნეტში არააქტიური სეანსები ავტომატურად იხურება. შემდგომი მუშაობისათვის აუცილებელია განმეროებით შევიყვანოთ მომხმარებლის სახელი და პაროლი.

სისტემა საშუალებას იძლევა განვახორციელოთ ინფორმაციის გაცვლა ავტომატური სკრინინგის სისტემებთან

იმისათვის რომ მაქსიმალურად იქნას გამოყენებული მოწყობილობის პოტენციალი, სისტემა საშუალებას იძლევა მოვახდინოთ მონაცემთა იმპორტირება ავტომატიზირებული სისტემებიდან, თან აგროვებს მათ ერთ ადგილას, რაც გამორიცხავს მონაცემთა გადაწერის, ან მათი შედარების აუცილებლობას.

კლიენტები „პათომორფოლოგიის“ შესახებ

tsitologiistvis-advilad-gamosaqenebeli-sistema.png