"პათომორფოლოგი" აჩქარებს სამუშაოს

"პათომორფოლოგი" აჩქარებს სამუშაოს

"პათომორფოლოგი" აჩქარებს სამუშაოს

Внимание, откроется в новом окне. PDFПечатьE-mail

stoper2  აკოპირებს მასალას გარე სისტემებიდან მონაცემთა ბაზაში.

 პროგრამა აკოპირებს მასალას გარე სისტემებიდან მონაცემთა ბაზაში.

 

ერთი მასალის მონაცემთა ბაზაში შეყვანისა და ასახვის დრო 15 (თხუთმეტი) წამია.

 

ყველა ინფომაცია პაციენტის შესახებ, მათ შორის ინტერვიუც, ექიმის მიერ შეტანილია მონაცემთა ბაზაში. არ არის აუცილებელი ლაბორატორიის თანამშრომელმა კიდევ ერთხელ შეიტანოს ის. “პათომორფოლოგი” საშუალებას იძლევა მასალა აისახოს მხოლოდ ერთი დაჭერით, რაც გამორიცხავს შეცდომის დაშვების ალბათობას გადაწერის დროს.

 

კვლევებისათვის, რომლებიც არ არიან გარე სისტემებში, მონაცემთა ბაზაში ისტორიულ ჩანაწერებზე დაყრდნობით პროგრამა პოულობს ექიმს, ჯანდაცვის ორგანოს, განყოფილებას.

როგორც წესი, პაციენტი მკურნალობს ერთი და იმავე ექიმთან, ერთი და იმავე ადგილას (ჯანდაცვის ორგანოში). ექიმი კურნავს ჯანდაცვის ერთი და იმავე ორგანოში, ერთი და იმავე განყოფილებაში.

კვლევების შეტანისას "პათომორფოლოგი" პოულობს ექიმს, რომელიც მკურნალობდა პაციენტს, სამედიცინო ცენტრებს, რომლებშიც მკურნალობდა პაციენტი და რომლებშიც კურნავს ექიმი, ასევე განყოფილებებს, რომლებშიც მკურნალობდა პაციენტი, რომლებშიც კურნავს ექიმი და რომლებიც იმყოფებიან ჯანდაცვის მოცემულ ორგანოში. ფერადი სქემა აიოლებს ორიენტაციას. 

უკეთეს შემთხვევაში, პაციენტის, ექიმის, ჯანდაცვის ორგანოს და განყოფილების მონაცემთა შეტანას დავყავართ რამოდენიმე სიმბოლოს შეყვანამდე, თავიდან გვარის და შესვლის კლავიშის ოთხჯერ დაჭერამდე.

პროგრამა საშუალებას იძლევა შევინახოთ დიაგნოზების შაბლონების ნებისმიერი რაოდენობა, ასევე ცალკეული ვარიანტები პრაქტიკულად ყველა ტექსტური ველისათვის

ციტოლოგიასა და გინეკოლოგიაში არსებობს რამოდენიმე ყველაზე უფრო გავრცელებული დიაგნოზი, რომლებიც გვხვდებიან კვლევების 95%-ში. თითოეული სტანდარტული დიაგნოზი მომხმარებელს შეუძლია შეინახოს შაბლონის სახით, ხოლო შემდეგ გამოიყენოს ის სხვა კვლევებში და შეავსოს დიაგნოზი თაგვზე 3-ჯერ დაკლიკებით. 

კვლევებისათვის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის სფეროში პროგრამა იძლევა საშუალებას შევქმნათ ლექსიკონი სტანდარტული ფრაზებით ან მთელი რიგი დიაგნოზების შინაარსით.

კვლევების ექსპორტი გარე სისტემებში

300 კვლევის ექსპორტი მონაცემთა ბაზიდან და იმპორტი გარე სისტემებში იკავებს მაქსიმუმ ერთ წუთს

ლაბორატორიებმა, რომლებიც მონაწილეობენ საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკის პროგრამაში, უნდა შეიტანონ კვლევების შედეგები, რომელსაც ასრულებენ ამ პროგრამის ჩარჩოში, გარე სისტემებში. ეს ართმევს დროს და უხდებათ ერთი და იგივე საქმის ორჯერ გაკეთება.

"პათომორფოლოგი" საშუალებას იძლევა გააკეთოს კვლევების (ერთი დღის / ერთი კვირის / ერთი თვის) შედეგების ექსპორტი გარე სისტემეში. რაც საშუალებას გვაძლევს დავზოგოთ ბევრი სამუშაო საათები ყოველდღიურად.

ავტომატურად აგზავნის ანგარიშებს შესრულებული კვლევების შესახებ, ანგარიშების წარსადგენად

5000 კვლევის გაგზავნას ჯანდაცვის 150 სხვადასხვა ორგანოში სჭირდება 30 წამი

"პათომორფოლოგი" საშუალებას იძლევა ავტომატურად (პარტიებით) მომზადდეს გარკვეული პერიოდის ანგარიშები, შესრულებული კვლევების შესახებ, ჯანდაცვის ყველა ორგანოსათვის.
თითოეული ანგარიში შეიცავს ინფორმაციას ყველა კვლევის შესახებ, რომელიც დაუკვეთა ჯანდაცვის გარკვეულმა ორგანომ და წარმოადგენს სპეციფიკაციას ანგარიშ-ფაქტურებისათვის. იხილეთ შემდეგი პუნქტი.

"პათომორფოლოგი" შესაძლებლობას იძლევა წარვადგინოთ ანგარიში უშუალოდ პროგრამიდან რაც გამორიცხავს აუცილებლობას განმეორებით ჩავწეროთ მონაცემები აღრიცხვის პროგრამაში.

პროგრამა საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ადრე მომზადებული ანგარიშები (იხილეთ წინა პუნქტი) ანგარიშ-ფაქტურების შესაქმნელად. რომ წარვადგინოთ შესრულებული კვლევების ანგარიშები, საჭიროა მხოლოდ თაგვზე თითით რამოდენიმე დაკლიკება.

ანგარიშ-ფაქტურები შეიძლება წარედგინოს ჯანდაცვის ორგანოებს, პაციენტებს და რომელიმე დაწესებულებებს (მესამე მხარეს).

პროგრამა ასევე ანხორციელებს ქვითრებით გაყიდვის მხარდაჭერას.

პროგრამა ასევე ქმნის სამისამართო ეტიკეტების ნაკრებს, ანგარიშ-ფაქტურების მოსამზადებლად.

პროგრამა საშუალებას იძლევა ავტომატურად დაბეჭდოს ეტიკეტები იმ დაწესებულებების მისამართებით, რომლებსაც წარედგინათ ანგარიშები.

პროგრამა საშუალებას იძლევა განვახორციელოთ კვლევების მოძიება და გავფილტროთ კვლევების მასივები

"პათომორფოლოგს" გააჩნია ფილტრაციისა და მოძიების ფართო შესაძლებლობები - კვლევების გამარტივებული მოძიებიდან ნომრის, გვარის, პაციენტის საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით, ან არჩეული ექიმის კვლევებიდან, ისეთ რთულ საკითხებამდე, როგორიცაა: ვაჩვენოთ საექსპერტო დასკვნები 2009 წლიდან, დადებით LSIL-ით და ატროფიის დიაგნოზით 40-45 წლის ქალბატონებისათვის. 

შტრიხ-კოდების სიტემის გამოყენება იძლევა წვდომას ნებისმიერ კვლევებთან რამოდენიმე წამში.

კვლევების შტრიხ-კოდის წაკითხვისას პროგრამა ავტომატურად ხსნის მას სათანადო ჩანართზე, მაგალითად კლინიკურ მონაცემებზე ან დიაგნოზზე.

პროგრამა საშუალებას იძლევა დაიბეჭდოს შტრიხ-კოდები გახსნილ საექსპერტო დასკვენებზე ან მიკროსკოპის მინის ეტიკეტებზე.

კვალიფიცირებული ელექტრონული ხელმოწერა - სწრაფად და ეფექტურად

პროგრამა საშალებას იძლევა ხელი მოეწეროს კვალიფიცირებული ელექტრონული ხელმოწერით ასეულობით დოკუმენტს რამოდენიმე წუთის განმავლობაში. მოდული Sign-ის წყალობით აუცილებლობას არ წარმოადგენს ხელი მოეწეროს თითოეულ დოკუმენტს ცალ-ცალკე.

კლიენტები „პათომორფოლოგიის“ შესახებ

epekturad-mokmedi-laboratoria.png